ავტორი:

მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია უზბეკეთში - აქცია სპეცრაზმმა დაარბია, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა - რას ითხოვენ ყარაყალპაკეთის მაცხოვრებლები

მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია უზბეკეთში - აქცია სპეცრაზმმა დაარბია, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა - რას ითხოვენ ყარაყალპაკეთის მაცხოვრებლები

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქად მირზოევმა ყარაყალპანეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყოველივე უკავშირდება მასობრივ საპროტესტო გამოსვლას, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებით იყო განპირობებული.

შავქად მირზოევი

"საგანგებო მდგომარეობა შემოვიღეთ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად, წესრიგის აღსადგენად“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?19" data-telegram-post="orda_kz/29519" data-width="100%"></script>

ყარაყალპანეთის დედაქალაქ ნუქუსში მასობრივი დემონსტრაცია მას შემდეგ მოეწყო, რაც ხელისუფლების მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი (ვიდეო).

ცვლილების თანახმად, ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან რეფერენდუმით გასვლის უფლებას კარგავს და მას სუვერენული რესპუბლიკის სტატუსი უუქმდება.

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ არბევს აქცის სპეცრაზმი, ასევე მედიის ცნობით დაკავებულია ათობით მომიტინგე.