ავტორი:

მკვლელობა მარნეულში - სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია მამაკაცი

მკვლელობა მარნეულში - სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია მამაკაცი

მარნეულში მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, კერძოდ: 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.