ავტორი:

"წართმეულ ძალაუფლებას დავიბრუნებთ და გადავცემთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს" - გია ხარჩილავა

"წართმეულ ძალაუფლებას დავიბრუნებთ და გადავცემთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს" - გია ხარჩილავა

უზურპირებულ, წართმეულ ძალაუფლებას დავიბრუნებთ და გადავცემთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს, - ამის შესახებ წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა, გია ხარჩილავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო და აირჩია სტრატეგია, რომ ხალხის კონსოლიდაციით მომავალი შეცვალოს.

"აქ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა „ქართული ოცნებისა“, შეძლო, განესაზღვრა სწორი სტრატეგია, რომ ხალხის კონსოლიდაციით და შეუგუებლობით შევცვალოთ მომავალი, საითაც საქართველოს ხელისუფლებას ერი მიჰყავს - ეს არის რუსული მომავალი. ნების გატეხას მოსახლეობის 80%-ის, ვინც პროდასავლურ არჩევანს აკეთებს, შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით, რეპრესიებით, მედიაზე ზეწოლით, მოსახლეობის გაღარიბებით, ძალაუფლების უზურპაციით, ვერ შეძლეს და ერი გამოვიდა. ძალაუფლება ხელისუფლებას კი არა ხალხს ეკუთვნის, ამ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დგას“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.