ავტორი:

"რუსეთის აქცენტი ახლა დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

"რუსეთის აქცენტი ახლა დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი ქალაქ ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, დონეცკის რეგიონის აღებაზე კონცენტრირდება.

„რუსეთის აქცენტი ახლა, თითქმის უსათუოდ, დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება,“ - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე შეფასებით, დონბასისთვის ბრძოლა მწვავე და დამაუძლურებელი იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს კვირებში სიტუაცია შეიცვალოს.