ავტორი:

მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას?

მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას?

მექსიკის პატარა ქალაქის მერმა, ტრადიციის თანახმად, ალიგატორზე იქორწინა. ფერადი ცერემონია ტრადიციული მუსიკის თანხლებით ჩატარდა. სან პედრო ჰუამელულას მერმა, ვიქტორ ჰიუგო სოსამ, ქორწილის დროს, არაერთხელ აკოცა პატარძალ ალიგატორს, რომლის დინგიც მჭიდროდ იყო აკრული, რომ არასასურველი კბენა თავიდან აეცილებინათ.

ასეთი რიტუალური ქორწილები ქრისტეშობამდე 1800-300 წწ. თარიღდება. ეს ტრადიცია ოახაკას შტატის ჩონტალის და ჰუავის ძირძველ თემებში იყო გავრცელებული და ადგილობრივებისთვის ბუნების სიკეთეებისთვის ლოცვასავით იყო.

"ამგვარი რიტუალით ბუნებას წვიმას, მდინარეში თევზების სიმრავლეს და საკმარისი საკვების მოცემას ვთხოვთ",- თქვა სოსამ, ოახაკას მეთევზეთა პატარა სოფლის მერმა.

ოახაკა, მექსიკის სამხრეთში მდებარეობს და ქვეყნის ყველაზე ძირძველი კულტურითაა მდიდარი, რომელიც დღემდე შეინარჩუნა აქაურმა ხალხმა. ალიგატორთან ქორწინების უძველესი ტრადიცია ახლა კათოლიკურ წეს-ჩველებასთან არის შერწყმული და ქვეწარმავლის თეთრ საქორწინო კაბაში და სხვა ფერად მორთულობებში გამოწყობას გულისხმობს. 7 წლის ალიგატორი, რომელსაც პატარა პრინცესად მოიხსენიებენ, დედამიწის ღვთაებად მიიჩნევა და მისი ადგილობრივ ლიდერთან ქორწინება, ადამიანის ღვთაებრივთან შეერთების სიმბოლოა.

ტრადიციის თანახმად, ადგილობრივებმა საყვირები და დასარტყამი ინსტრუმენტები აახმაურეს, პატარძალი ალიგატორი ხელში აიყვანეს და სოფლის ქუჩებში ჩამოატარეს. ქორწილის ორგანიზატორმა, ელია ედიტ აგილარმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ისაუბრა:

"მაბედნიერებს ეს დღე და ვამაყობ ჩემი ფესვებით". მან ისიც აღნიშნა, რომ პატარძლის ტანისამოსის არჩევაზე საკმაოდ დიდი დრო დახარჯა. "ძალიან ლამაზი ტრადიციაა", - ღიმილით დასძინა მან.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა