ავტორი:

რამზან კადიროვი პრეზიდენტ ზელენსკისადმი მიძღვნილ პაროდიულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ზელენსკის პაროდისტი "უკრაინის დათმობის აქტს" აწერს ხელს

რამზან კადიროვი პრეზიდენტ ზელენსკისადმი მიძღვნილ პაროდიულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ზელენსკის პაროდისტი "უკრაინის დათმობის აქტს" აწერს ხელს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი "ტელეგრამის" არხზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიძღვნილ პაროდიულ ვიდეოს აქვეყნებს.

პაროდიულ ვიდეოში ჩანს, რომ ზელენსკის მსგავსი მსახიობი ხელს აწერს "უკრაინის უპირობო დათმობის აქტს“ და ამბობს - "ახმატი ძალაა.“

ზელენსკის როლს ბლოგერი მაქს კომიკაძე თამაშობს. აღსანიშნავია, რომ პაროდიული ვიდეოების გამოქვეყნება Youtube არხზე მან აქტიურად აპრილში დაიწყო და მისი ყველა ვიდეო უკრაინის პრეზიდენტს ეძღვნება.

იგივე ვიდეოებს აქვეყნებს ბლოგერი სოციალური ქსელების სხვა პლატფორმებზე. ვიდეოებს თან ურთავს პროპაგანდისტულ სიმბოლო Z-ს.