ავტორი:

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 24 დარტყმა განახორციელეს და 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსული ძალები ბომბავდნენ ავდიივკას, სევერსკს, ბახმუტს, კრასნოგოროვსკას, კრამატორსკს, დოპროპოლიას, კურახოვკას, პივდენოეს, სევერნოეს, ივანოვსკოეს, ზაიცევოს, რომანოვკას, ბელაია გორას.

რუსებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი სხვადასხვა არტილერიით, S-300 საზენიტო-საჰაერო სისტემით, „გრადის“, „სმერჩისა“ და „ურაგანის“ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებით გაუხსნეს.