ავტორი:

"ახალი ისტორია დაიბადა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით დაგვირგვინდება" - კალათბურთის ფედერაციის აღმასკომის თავმჯდომარე წარმატებასა და მოლოდინებზე

"ახალი ისტორია დაიბადა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით დაგვირგვინდება" - კალათბურთის ფედერაციის აღმასკომის თავმჯდომარე წარმატებასა და მოლოდინებზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული ესპანეთი ოვერტაიმში (82:76) დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

უკრაინა - ესპანეთის მატჩის შემდეგ, საბოლოოდ გვეცოდინება, ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ (პირველზე დიდი ალბათობით, ესპანეთი გავა). რაც შეეხება მე-2 ჯგუფურ ეტაპს, იქ მეტოქეები იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები იქნებიან.

  • შეხვედრის შეფასება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად აღმასკომის თავმჯდომარეს, პაატა გურასპაულს ვთხოვეთ.

- შეხვედრის რეპორტაჟი მიგყავდათ და აღნიშნეთ, რომ ასეთი ამოციები საქართველოს ნაკრების არცერთი მატჩისას არ გქონიათ...

- ემოციები და ნერვიულობა ბუნებრივი იყო. საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. ეს წარმატება დაფასებაა იმ შრომისა, რომელიც ფედერაციამ, ნაკრების თითოეულმა წევრმა, მწვრთნელებმა და გულშემატკივარმა გასწიეს. გამოჩნდა, ამდენი ტყუილად არ გვისწავლია.

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოდგა, რომ ჩვენი ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მართლაც სისხლი გამოუშვეს ორგანიზმიდან და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს. სპორტის ახალ სასახლესთან ერთად, ქართული კალათბურთის ახალი ისტორია დაიბადა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, მნიშვნელოვანი დანაკლისი გვქონდა. ქართულ კალათბურთში მართლაც ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონტზე გასვლით აუცილებლად დაგვირგვინება!

- მოვისმინეთ ნაკრების კაპიტან, თორნიკე შენგელიას კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ რამდენიმე დღეში, უკრაინასა და ესპანეთთან, ყველაზე ცუდი და საუკეთესო მატჩები გამართეს. რამდენად იყო დამატებით მოტივაცია, იმ ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ, გუნდს ესპანეთთან წარმატებით ეთამაშა?

- ბუნებრივია, რომ ყველა შეხვედრას ერთნაირად წარმატებით ვერ გამოხვალ. როცა არ მიგდის თამაში, მომდევნოზე სრულ კონცენტრაციას აკეთებ. ახალი დარბაზი, აჟიოტაჟი, ასევე ის ფაქტორი, რომ მარცხის შემთხვევაში, ისტორიულ მიზანს დავშორდებოდით, გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა.... განაგრძეთ კითხვა sportall.ge