ავტორი:

ზღაპრული ადგილი, რომელიც ქორწილს დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს - რა დაგხვდებათ „გარდენ ჰოლში“

ზღაპრული ადგილი, რომელიც ქორწილს დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს - რა დაგხვდებათ „გარდენ ჰოლში“

ქორწილი - ყველაზე ჯადოსნური და დაუვიწყარი დღეა ორი, ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანების ცხოვრებაში. ალბათ არ არსებობს პატარძალი, რომელსაც ეს დღე ზღაპრულად არ წარმოუდგენია. ჯადოსნურ განწყობას კი ყველაზე უკეთ, მწვანეში ჩაფლული გარემო ქმნის და სწორედ ამიტომაა აქტუალური, განსაკუთრებული ადგილის შერჩევა ქორწილის დაგეგმვისას.

როცა ეძებთ მშვიდ ადგილს ლამაზი ბუნებისა და ძველი ეპოქის ატმოსფეროთი, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ადგილამდე ადვილად უნდა მიხვიდეთ. ქალაქგარეთ ქორწილის მოწყობა გარკვეულ პრობლემებთან და ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ისტორიულ ადგილას, შიგ თბილისის გულში არსებობს ჯადოსნური ადგილი, სადაც ყველას შეუძლია დაუვიწყარი დღესასწაული მოაწყოს. ამ ადგილს - „გარდენ ჰოლი“ ჰქვია და მის ზღაპრულ აურას უძველესი ცამდე აზიდული ხეები, შადრევანი, ულამაზესი ყვავილები, მოდის უახლესი ტენდენციებით შექმნილი დეკორაციები და მე-19 საუკუნის შენობა ქმნიან.

„გარდენ ჰოლის“ მრგვალი შენობა ერთ-ერთია იმ უნიკალურ ნაგეგბობებს შორის, რითაც თბილისი დღემდე იწონებს თავს. როტონდას ტიპის დარბაზის მშენებლობა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. გერმანელმა ვაჭარმა, გვარად მაიერმა, რომელსაც ძალიან უყვარდა ხელოვნება და მუსიკა, შენობას მისთვის დამახასიათებელი მრგვალი ფორმა მისცა, რომ აკუსტიკა საუკეთესო ყოფილიყო სიმებიანი საკრავებისთვის. ამ ადგილს დღეს „გარდენ ჰოლი ჰქვია“ და აქ თქვენს ნებისმიერ საქორწინო ოცნებას, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი აასრულებს.

„გარდენ ჰოლის“ ხიბლი იმაშია, რომ ყოველ ჯერზე, დამკვეთის სურვილისამებრ გადასხვაფერდება და არასოდესაა ერთნაირი. „გარდენ ჰოლი“ სრულად აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. აქ ასევე იმართება კორპორაციული წვეულებები და ბანკეტები. სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში ელით მშვიდი გარემო, ბუნებასთან ჰარმონია და ლამაზი ადგილები ფოტოგადაღებებისთვის.

ხელის მოწერის ცერემონიალის შემდეგ, წითელი ხალიჩის გავლით საპატიო სტუმრებს კოქტეილის სივრცეში ელიან. ახალდაქორწინებულ წყვილს კი პრეზიდიუმისკენ. დღესასწაული „გარდენ ჰოლის“ ელეგანტურ დარბაზში გრძელდება, რომელიც 250 სტუმარს იტევს. ტრადიციული კოსტიუმები, პერსონალური ტორტი, უგემრიელესი მენიუ, მუსიკალური თუ საცეკვაო პროგრამა და კიდევ ათობით სერვისის მიღებაა შესაძლებელი „გარდენ ჰოლის“ შეთავაზებების ნუსხაში.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgardenhalltbilisi%2Fvideos%2F714745673079892%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ჯადოსნურ ადგილს, სადაც თქვენი ოცნებები ფრთებს შეისხამს და სადაც ზღაპრულ გარემოს მოგიწყობენ, აღმაშენებლის 73-ში, „ილიას ბაღში“ იპოვით.

R