ავტორი:

რუსეთში "გაზპრომთან" დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესმენი იპოვეს გარდაცვლილი - ვორონოვს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი

რუსეთში "გაზპრომთან" დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესმენი იპოვეს გარდაცვლილი - ვორონოვს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი

რუსული ინტერნეტგამოცემა rbc.ru -ს ინფორმაციით, ლენინგრადის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში, საკუთარ აგარაკზე, აუზში, გარდაცვლილი იპოვეს რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, "გაზპრომის" ერთ-ერთი კონტრაქტორი, ლოჯისტიკური კომპანიის, "ასტრა-შიპინგის" გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვი.

როგორც ირკვევა, მისი კომპანია დაკვეთებს არქტიკაში ასრულებდა.

რუსული მედიის ცნობით, ვორონოვი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეშია დაჭრილი, აუზშივე ნახეს პისტოლეტიც, რომლიდანაც, სავარაუდოდ, გაისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს ტყვია თავში მიჯრით აქვს ნასროლი.

ვორონოვი 4 ივლისს, დილის 5 - საათამდე პერიოდშია გარდაცვლილი.

შეგახსენებთ, 2022 წელს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "გაზპრომთან" დაკავშირებულ პირს გარდაცვლილს ნახულობენ. 2022 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს "გაზპრომ-ინვესტის" ხელმძღვანელი ლეონიდ შულმანი, თებერვალში კი "გაზპრომის" ერთიანი საგადასახადო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ტულიაკოვი. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მათგანმა თავი მოიკლა. 2022 წლის აპრილში, მოსკოვში, საკუთარ სახლში ნახეს "გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევის, მისი ცოლის და ქალიშვილის ცხედრები. გამოძიების ვერსიით, გაკოტრების ზღვარზე მყოფმა ავაევმა ჯერ ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.