ავტორი:

"როდესაც გავსინჯე, მის გემოში ჩავიძირე" - New York Times-ი მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს - რას წერენ მის შესახებ უცხოელები

"როდესაც გავსინჯე, მის გემოში ჩავიძირე" - New York Times-ი მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს - რას წერენ მის შესახებ უცხოელები

The New York Times-ი მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში ბევრი სხვადასხვა სახის ხაჭაპური არსებობს, მაგრამ მთავარი კონცეფცია ისაა, რომ მრგვალ ცომში ყველის გუნდა უნდა იყოს მოთავსებული და ის უნდა გამოცხვეს.

"ნიუ იორკ თაიმსი" მკითხველს უყვება, რომ ყველაზე ცნობილი ხაჭაპური საქართველოს შავი ზღვის რეგიონს, აჭარას უკავშირდება.

"ეს არის ნავის ფორმის პურში მოთავსებული ყველი, რომელსაც ხშირად კვერცხთან და კარაქთან ერთად მიირთმევენ. ტრადიციულად, მას იმერული ყველითა და სულგუნით აკეთებენ, მაგრამ ამგვარი ყველის პოვნა ამერიკაში რთულია“, - წერს გამოცემა და ურჩევს ამერიკელებს, რომ შეუძლიათ მის მოსამზადებლად მოცარელას, ფეტას, ან თხის ყველის გამოყენება სცადონ.

"ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უამრავი კომენტარი მოჰყვა. კომენტარებში უცხოელები წერენ, თუ როგორ არიან მოხიბლული აჭარული ხაჭაპურით.

"როდესაც პირველად გავსინჯე, მის გემოში ჩავიძირე.“

"არსად არასდროს მიჭამია ისეთი გემრიელი საჭმელი, როგორიც საქართველოში.“

"ბუდაპეტში ინტერნაციონალურ რესტორანში ვჭამე ხაჭაპური და მისი გემო არასდროს დამავიწყდება."