ავტორი:

"თბილისში დავიბადე, მაგრამ მალე ჩერქეზეთში წამიყვანეს, მაშინ დედა შეუძლოდ იყო..." - ილო ბეროშვილი ბავშობაზე, ჩერქეზეთიდან გამოყოლილი ემოციებსა და მეოთხე შვილის მოლოდინზე

"თბილისში დავიბადე, მაგრამ მალე ჩერქეზეთში წამიყვანეს, მაშინ დედა შეუძლოდ იყო..." - ილო ბეროშვილი ბავშობაზე, ჩერქეზეთიდან გამოყოლილი ემოციებსა და მეოთხე შვილის მოლოდინზე

ჩერქეზეთში გატარებული წლები, ბებოს სითბო, მეხსიერებაში შემორჩენილი კადრი, - ძველი ხის ქოხის წინ, მდინარის ნაპირზე, შემაღლებულ მდელოზე ჩამომჯდარი, პატარა ბიჭი რომ ფიქრობდა, დღეს მისთვის ბავშვობასავით ძვირფასია. ჩერქეზეთი, ეს არის ადგილი, რომელთანაც ილო ბეროშვილს ემოციური კავშირი სულ აქვს.

- "ჩერქეზეთი" - ამ სიტყვის გაგონებისას, რა კადრი მოდის გონებაში, ამ დროს შენში რა ემოციაა?

- ჩემი სოფელი მახსენდება, ძალიან ძველი ხის ქოხი, სადაც გაიზარდა დედა, დეიდა, სადაც მერე მე ვიზრდებოდი. თბილისში დავიბადე, მაგრამ მალე ჩერქეზეთში წამიყვანეს, მაშინ დედა შეუძლოდ იყო. ენა და ფეხი იქ ავიდგი. სულ მახსენდება ბებია; ადამიანი, რომლის სახელიც ამ კერძს დავარქვი. ბებიის სითბო, მისი დამოკიდებულება ჩემდამი იყო ძალიან ტკბილი. ამ ჩვენი ძველი ქოხის წინ მდელო გახლდათ, მდინარე ჩამოედინებოდა. პატარა რომ ვიყავი, მდინარის პირას, ცოტათი შემაღლებულ მდელოზე ვჯდებოდი, ძალიან შორს ჰორიზონტს გავყურებდი და ველოდებოდი, წერტილებად როდის გამოჩნდებოდა ნახირი. წინ ძროხები მოდიოდნენ, უკან - ხბოები. ველოდებოდი, როდის მომიახლოვდებოდნენ, მერე ჩემს ძროხასთან მივდიოდი და ეზოში შემყავდა (პაუზის შემდეგ)... ჩერქეზეთის გახსენებისას სულ ეს კადრი ცოცხლდება ჩემს გონებაში. ეს პერიოდი ყველაზე კარგად მახსოვს და მენატრება.

- ამ მონატრებას თან სევდაც ახლავს, არა?

- რა თქმა უნდა, სიამოვნებასთან ერთად დიდი ტკივილი მოაქვს. იქ დიდი ხანი რომ აღარ ვყოფილვარ და კავშირი გაწყდა, ამის გაანალიზება გულს მტკენს.

სულ მახსენდება ფილმი "რატატუი", კულინარიის ექსპერტი ბავშვობაში დედა რომ უმზადებდა, ისეთ რატატუის გასინჯავს და ბავშვად გადაიქცევა.

- "სანათამ" ბავშვობაში დაგაბრუნა?

- კი, ზუსტად ის გემო იყო. სოუსი ზუსტად ის იყო, სუნი, გემო, განცდები... ეს მართლა დროში მოგზაურობა გახლდათ.

- ჩერქეზმა ნათესავებმა რა თქვეს?

- დედას ჰქონდა საუბარი, დღეს ვიდეოზარით მე უნდა დავურეკო. მათთან რომ ვლაპარაკობ, ყოველთვის ტირილს იწყებენ და ეს ჩემზე მოქმედებს. ვიცი, კმაყოფილები და გაკვირვებულები არიან. ასეთი ძლიერი ემოცია ჰქონდათ, როცა დედამ სტუდენტებს ჩერქეზული ლექსი ასწავლა, ჩაწერა და გაუგზავნა და მეორედ ახლა. მიხარია, რომ ვიდეოს ნათესავები სხვა ჩერქეზებსაც აჩვენებენ. გული მწყდება, ჩერქეზული ენა რომ იკარგება, უკვე ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობს, სწავლაც რუსულ ენაზეა, ურთიერთობაც. ფედერაციის შემადგენლობაში არიან. ჩემს მეგობარს უკმაყოფილება იმის გამო მოუხდა, ჩერქეზულად ლაპარაკობდა და დაუშალეს, მაგ ენაზე ნუ საუბრობ. იმ ენაზე ილაპარაკე, რომელიც ყველას გვესმისო.

- ფეხმძიმე მეუღლის განებივრებას ახერხებ?

- ჯერის რომ ველოდებოდით, მაშინ უფრო ვახერხებდი, პანდემია იყო, ჩაკეტილები ვიყავით და კერძებს შინ ვამზადებდით. ანის შემწვარი ახალი კარტოფილი ძალიან უყვარს, როგორც კი შემოვიდა, რამდენჯერმე მოვუმზადე.

- მეოთხე შვილს ელოდები. გაგვიზიარე, ეს რა განცდაა?

- 14 წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი. ახლა ეს რეალობაა. 40 წლის ვარ, ამ ასაკში შვილის გაჩენა სხვაგვარი შეგრძნებაა, ბევრი რამ გაქვს უკვე ნანახი, დაღვინებული ხარ, ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებ და უფრთხილდები. სესი და ევა უკვე დიდები არიან.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" სცენების უმეტესობა ანისთან გაქვს. რა ხდება მაშინ, როცა პარტნიორი შენი მეუღლეა?

- ეს აბსოლუტურად სხვა განცდაა. უთქვამთ, ძალიან გეტყობა, რომ გიყვარს, შაგუ უფრო ბრუტალური უნდა იყოსო. თვალებში ვიწვები ხოლმე. თავად ანი მეხმარება, ისე ვითამაშო, როგორც საჭიროა.

ორივე იმდენად დაკავებულები ვართ, მგონი, გადასაღებ მოედანზე ვახერხებთ ურთიერთობას, მართალია, როგორც შაგუ და ნინი, მაგრამ მაინც (იღიმის)...წაიკითხეთ სრულად