ავტორი:

"მინდა, საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, რომ ქართველი ხალხი არ დაზარალდება, საქმე შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას" - რას ამბობს დავით არახამია სანქციებზე

"მინდა, საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, რომ ქართველი ხალხი არ დაზარალდება, საქმე შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას" - რას ამბობს დავით არახამია სანქციებზე

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები სანქციების დაწესებას განიხილავენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის და არა “ქართველი ხალხისთვის...” ამის თაობაზე ვიდეოს "ტვ პირველი" ავრცელებს.

დავით არახამიას თქმით, მაიკ მაკფოლმა სანქციებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა იგულისხმა...

"კარგი ამბავი მაქვს, მაკ ფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ.

პირველ რიგში მინდა, საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, რომ ქართველი ხალხი ბუნებრივია არ დაზარალდება, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად, ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია არის პრობლემა, როგორ მოხდეს ამისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია.

ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ. პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები. ამიტომ სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს, თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან", - ამბობს არახამია.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა მაიკ მაკფოლიმ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმესთან“ განაცხადა, რომ სანქციების დასაწესებლად საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული ადამიანების განხილვა იწყება.