ავტორი:

"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ" - ჯონსონი გადადგა: რა უთხრა მან ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს?

"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ" - ჯონსონი გადადგა: რა უთხრა მან ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს?

ბორის ჯონსონმა "კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებას, იმ უზარმაზარი პრივილეგიისთვის, რომელიც მე გადმომეცით. მინდა იცოდეთ, რომ ამიერიდან, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება, თქვენი ინტერესები დაცული იქნება და მთავრობა ქვეყნის მართვას განაგრძობს", - ასე მიმართა მან ბრიტანელ ხალხს.

"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო "კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ ახალი ლიდერის არჩევამდე გეგმავს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას.

"ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მან ასევე თქვა, რომ მის შემცვლელს მხარს დაუჭერს:

"ახალ ლიდერს მივმართავ, ვინც არ უნდა იყოს ის, მას მხარს მაქსიმალურად დავუჭერ".

ჯონსონმა უკრაინელ ხალხსაც მიმართა.

"ნება მომეცით ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში კვლავ გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო და პროცესი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი "არასათანადო" ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.

იხილეთ ასევე: