ავტორი:

"რუსეთი საბჭოთა კავშირის დროინდელი "სპეკულანტების" ხანაში ბრუნდება, როცა ბევრი რამ დახლის ქვემოდან იყიდებოდა" - რა გამოიწვია რუსეთიდან დასავლური ბრენდების გაქრობამ?

"რუსეთი საბჭოთა კავშირის დროინდელი "სპეკულანტების" ხანაში ბრუნდება, როცა ბევრი რამ დახლის ქვემოდან იყიდებოდა" - რა გამოიწვია რუსეთიდან დასავლური ბრენდების გაქრობამ?

უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის კვალდაკვალ, რუსეთის დიდი ქალაქებიდან ეტაპობრივად გაქრა დასავლური ბრენდები. თუმცა, ადგილობრივების თქმით, პერიოდულად, მაგრამ მაინც ჩნდება ცალკეული დასახელების ბრენდები. ამიტომ ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ახლა რუსეთი საბჭოთა კავშირის დროინდელი "სპეკულანტების" ხანაში ბრუნდება, როდესაც ბევრი რამ დახლის ქვემოდან იყიდებოდა.

გამოცემა super.ru წერს, რომ ვიდრე მოსკოვის გლამურულ ქუჩებზე განთავსებული დასავლური ბუტიკები დაკეტილია, მათ გვერდით "რუსული ბრენდები" რუსული სახეებითა და ზოგჯერ, სახელითაც კი შემოდიან ბაზარზე. ამ მხრივ თვალსაჩინოა 12Storee, бок о бок და Brunello Cucinelli.

"შესაძლოა, ეს ყველაფერი ოპტიმისტურად გამოიყურება, მაგრამ იქ მყიდველების ისეთი ფუსფუსი და ჟრიამული არ შეინიშნება, როგორც ეს დასავლური ბრენდების მაღაზიებში იგრძნობოდა. ამავდროულად, როგორც ცნობილია, ისინიც შემოდგომაზე ფასების რამდენჯერმე გაძვირებას გეგმავენ" - წერს გამოცემა.

ინტერნეტმომხმარებლები ადგილობრივი მწარმოებლების ასეთ დამოკიდებულებას ომის შემდეგ შექმნილი რეალობით ხსნიან - "ასე ხდება, როდესაც არაჯანსაღი კონკურენციაა და დიდი არჩევანი არ არსებობს - ახალი მწარმოებლები ცდილობენ, დასავლური მიბაძვით რაღაც ახალი შექმნან და თანხასაც თავად ადგენენ..." - წერს ალესია ჟაპაბაევა.

გამოცემის ცნობით, "დასავლური ბრენდებისგან" მოსუფთავებულ ადგილზე თავის დასამკვიდრებლად იბრძვის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია UShatava, რომელიც 2020 წელს ურალში, ადგილობრივმა მეგობრებმა ალისა უშაკოვამ და ნინო შამათავამ დააფუძნეს.

"მათ უკვე იცნობდნენ ქვეყანაში, მაგრამ ახლა მოთხოვნა გაიზარდა, რადგან სხვებთან შედარებით მაღალი მოდის სტანდარტებთან ახლოს არიან... ტანსაცმლის მწარმოებლები ამბობენ, რომ მომხმარებლებს მათთან პარიზისა და მილანის პოდიუმზე გადაღებული ლუქის ფოტოები მიაქვთ და სთხოვენ, მათაც შეუკერონ ასეთი. თუმცა, როგორ პასუხობენ ისინი დამკვეთების მოთხოვნას და აიღებენ თუ არა იტალიურ და ფრანგულ ხაზს, ეს შემოდგომაზე გამოჩნდება..." - წერს ბლოგერი იზაბელა აგურცოვა.

"ჩვენი ბიზნესმენები ყოველთვის ინტერესით ადევნებდნენ სხვა ქვეყნების წარმოებას თვალს, მაგრამ ყოველთვის ცუდად ითვისებდნენ. ასე იყო ავტოწარმოებაში, ავიაციაში, იარაღწარმოებაში, მშენებლობის, არქიტექტურის დიზაინში, ასე იქნება ახლაც, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები ევროპული ხაზის გაყოლას შეეცდებიან. ტანისამოსი და ფეხსაცმელი მხოლოდ ფორმა არ არის, მასალის ხარისხიცაა, რომელსაც რუსული წარმოებები ვერ დააკმაყოფილებენ...", - წერს ბლოგერი ეკატერინა ჟივარდოვა.

bbc.com-ის რუსული სამსახურის ცნობით, ქვეყანაში ტანისამოსის ფასები 10%-ით გაიზარდა. NIKE-სა და Marks&Spencer-ის გასვლის კვალდაკვალ, რუსული კომპანიები ცდილობენ მათი ადგილის დაკავებასა და თავის დამკვიდრებას. ადგილობრივები წერენ, რომ ტანსაცმლის ევროპული ხაზის დანერგვას ცდილობენ ისევ და ისევ ისინი, ვისაც გავლენები და ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

ჯერ კიდევ ომამდე, ამ მხრივ აქტიური იყო დმიტრი მედვედევის ცოლი, სვეტლანა, რომლის ქალიშვილობის სახელია ლინიკი და სწორედ ამ სახელით აპირებდა ბაზარზე შემოსვლას...

"თუმცა, ბოლო ხანებში დმიტრი მედვედევი და მისი ცოლი ერთად არ გამოჩენილან. რუსული მედია წერდა, რომ ქალი პოკროვსკის მონასტერში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურად განქორწინებული არ არიან, მედვედევის ცოლს "ლინიკას" კომპანია აღარ დაუფუძნებია..." - წერს ალექსეი ფრიდმანი.