ავტორი:

"ბევრ ადამიანს ვძულვარ იმის გამო, რომ ჰგონიათ უპატივცემულოდ ვექცევი, მაგრამ სინამდვილეში..." - ბრედ პიტი დაავადებაზე, რომელიც წლებია სტანჯავს

"ბევრ ადამიანს ვძულვარ იმის გამო, რომ ჰგონიათ უპატივცემულოდ ვექცევი, მაგრამ სინამდვილეში..." - ბრედ პიტი დაავადებაზე, რომელიც წლებია სტანჯავს

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა, GQ-სთან ინტერვიუში სოციალური ურთიერთობების სიძნელეებზე ისაუბრა. ბრედის თქმით, მას ნევროლოგიური აშლილობა აქვს, რომელსაც "სახის სიბრმავეს" უწოდებენ (ცნობისთვის, ამ დაავადების მქონე პირებს ადამიანების სახეების დამახსოვრება უჭირთ).

პიტმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ დაუსვამთ მისთვის პროსოპაგნოზიის დიაგნოზი, უკიდურესად უჭირს ადამიანების სახეების ამოცნობა, რაც მისი თქმით, სხვებს უბიძგებს იფიქრონ, რომ ის საკუთარი თავითაა შეპყრობილი და თავს იკატუნებს, რომ ეს დაავადების ბრალია.

"არავის სჯერა ჩემი", - განუცხადა მან გამოცემას და დასძინა, რომ სურს ისეთ ადამიანს შეხვდეს და ესაუბროს, ვისაც იგივე პრობლემასთან უწევს გამკლავება.

ბრედ პიტს ადრეც უთქვამს Esquire-თან ინტერვიუში, რომ მას ხშირად "ეგოისტსა" და "პატივმოყვარეს" უწოდებენ იმის გამო, რომ ადამიანებს ვერ სცნობს, ამიტომ სახლში ყოფნას ამჯობინებს.

"ბევრ ადამიანს ვძულვარ იმის გამო, რომ ჰგონიათ უპატივცემულოდ ვექცევი. მეუბნებიან, რომ ეგოისტი და ამპარტავანი ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის გაურკვეველი რამაა. უბრალოდ, მიჭირს სახეების დამახსოვრება", - ამბობს ბრედი.

ბრედ პიტმა ინტერვიუში თქვა, რომ ეცადა ზრდილობიანად ეთხოვა ხალხისთვის, შეეხსენებინათ, თუ სად შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამან ისინი კიდევ უფრო გაანაწყენა.

რა არის პროსოპაგნოზია, იგივე სახის სიბრმავე?

პროსოპაგნოზიის მქონე ადამიანები ხშირად არიდებენ თავს სოციალურ ინტერაქციას და შესაძლოა, სოციალური შფოთვითი აშლილობაც განუვითარდეთ. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიხედვით, არსებობს ორი სახის პროსოპაგნოზია: თანდაყოლილი და შეძენილი.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა