ავტორი:

"სიხარულით ჩამოვალ საქართველოში" - ინტერვიუ ქართულ ფანოღზე აცეკვებულ იტალიელ "ტიკტოკერთან": რას ამბობს პირად ცხოვრებასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ალესანდრო კარუზო?

"სიხარულით ჩამოვალ საქართველოში" - ინტერვიუ ქართულ ფანოღზე აცეკვებულ იტალიელ "ტიკტოკერთან": რას ამბობს პირად ცხოვრებასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ალესანდრო კარუზო?

იტალიელ ალესანდრო კარუზოზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც ბოლო ერთი თვეა "ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოებით ქართველების გულები დაიპყრო. იტალიელი მამაკაცი ქართულ ფანოღური სიმღერების იმიტაციას აკეთებს და თან გატაცებით ცეკვავს...

როგორც გავარკვიეთ, ალესანდრო იტალიის ქალაქ ნაპოლიში ცხოვრობს, სადაც ტანსაცმლის მაღაზია აქვს და მისი ვიდეოების დიდი ნაწილი სწორედ იქ არის გადაღებული. გარუჯულ იტალიელ მაჩოს "ტიკტოკზე" ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს, მათ შორის ბევრია ქართველი...

AMBEBI.GE ალესანდრო კარუზოს იტალიაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ქართული მედიის ყურადღებით ძალიან გაბედნიერდა და კმაყოფილი დარჩა. ამბობს, რომ მისი შემდეგი გაჩერება იქნება საქართველო...

- ძალიან მიყვარს მუსიკა და მსოფლიო ხალხთა სიმღერები. ვცეკვავ, აბსოლუტურად, ყველა სიმღერასა და მელოდიაზე. მაგრამ ქართული სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულად მომაჯადოვებელია ისევე, როგორც ქართველი ხალხი. არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში, სიამოვნებით ჩამოვიდოდი.

@alessandrocaruso78 #perte#viraltiktok#georgia🇬🇪 #italianman🇮🇹 #style#neiperte ♬ оригинальный звук - natia-natia033

- ქართული სიმღერების შესახებ საიდან გაიგეთ, იცნობთ ქართველებს?

- მუსიკა ჩემი გატაცებაა. საერთოდ, ყველაფერს დიდი გატაცებით ვაკეთებ. ძალიან მომწონს სხვადასხვა კულტურის გაცნობა, ყოველთვის ძიებაში ვარ. ნაპოლიში ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, პირადად ძალიან ცოტას ვიცნობ... "ტიკტოკი" ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა, ეს ყველაფერი მარტივად დავიწყე... ვარ ძალიან ბუნებრივი, როგორც ამ ვიდეოებში მხედავთ, ზუსტად ასეთი ვარ მე ცხოვრებაშიც. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაინტერესებდი. ძალიან მიხარია, რომ თქვენც დაინტერესდით ჩემი შემოქმედებით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ფოტოებს და "ტიკტოკის" ვიდეოებს გამოაქვეყნებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შემდეგი გაჩერება იქნება საქართველო. გკოცნით, გეხვევით ყველას. სიხარულით ჩამოვალ საქართველოში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ვხვდები, რომ ძალიან ბევრ ქართველს ვუყვარვარ.

- თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით...

- ვმუშაობ ტანსაცმლის ინდუსტრიაში. 5 და-ძმა ვართ. მე ამ ხუთიდან მეორე ვარ. ვარ განქორწინებული და ერთი ქალიშვილი მყავს. ახლა მყავს სიცილიელი საცოლე, რომელიც ჩემს ზოგიერთ ვიდეოშიც ჩანს.

- განსაკუთრებულად რომელი ქართული სიმღერა მოგწონთ?

- მე მათი შინაარსი არ მესმის, მაგრამ ის მომწონს: "მახსოვს შენ მითხარი, არა...“

- ახლახან ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის“ ოფიციალურად შემოუერთდა, გსმენიათ მის შესახებ?

- "ნაპოლის" ვგულშემატკივრობ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ კვარაცხელია აქ ითამაშებს. თუ მექნება საშუალება, მას პირადად დიდი სიამოვნებით გავიცნობ.