ავტორი:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..." - გიორგი ჩალაძე

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..." - გიორგი ჩალაძე

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ჩალაძემ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ იქორწინეს. სტატუსებს თან ახლდა მათი საერთო ფოტო, რომელიც ბრიუსელში ყოფნისას გადაიღეს. მოგვიანებით, ამ თემაზე კომენტარი ჩალაძემ ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ჭორი იყო, რომელიც მიზანმიმართულად გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის.

გიორგი ჩალაძე:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და იმ სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები, როცა ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას, დისკრედიტაციის გზით.

ეს კამპანია არც ჩემს და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგაა მიმართული. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა. თუმცა ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს უფლება ჰქონდეს პირადი ცხოვრება.

მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნის მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური დარტყმის მიყენების მცდელობა..." - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გიული ალასანიამ, გიორგი ჩალაძემ და მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა ბრიუსელში ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართეს, ვიზიტის თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლდათ.

"ბრიუსელში ჩვენ ვესწრებოდით სხდომებს. დაგვასწრეს, როგორც საპატიო სტუმრები. გამოცხადდა, რომ სხდომას ვესწრებოდით მიხეილ სააკაშვილის დედა და ასევე შვილი, დარბაზი ტაშს უკრავდა. ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხი. ლაპარაკი იყო ჩემი შვილის შესაფერის კლინიკაში გადაყვანასა და მკურნალობაზე და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე", - განაცხადა გიული ალასანიამ ვიზიტის შემდეგ.

იხილეთ ასევე: