ავტორი:

დღის ფოტო: მილიონზე მეტი დემონსტრანტი შრი-ლანკას ქუჩებში - აქტივისტები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

დღის ფოტო: მილიონზე მეტი დემონსტრანტი შრი-ლანკას ქუჩებში - აქტივისტები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

შრი-ლანკაში ათასობით დემონსტრანტი კოლომბოში, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას რეზიდენციაში შეიჭრნენ. პრეზიდენტის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მან შენობა წინასწარ დატოვა. დემონსტრანტების შეჩერება, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ, ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა ათასობით მძიმედ შეიარაღებულმა ჯარისკაცმა და პოლიციამ ვერ შეძლო.

სამართალდამცავებმა პროტესტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ჰაერში გასროლაც განახორციელეს, მაგრამ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა მაინც მოახერხეს.

საპროტესტო აქცია, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ქვეყნის ისტორიაში დარჩება, რადგან ის ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო პროტესტია. წინასწარი მონაცემებით, კოლომბოს ქუჩებში 1 მილიონზე მეტი დემონსტრანტი იმყოფება.

ნახეთ ვიდეო: