ავტორი:

"ეკლესიის გარეშე საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, "სირცხვილიასავით" დარჩებიან" - მეუფე იაკობი

"ეკლესიის გარეშე საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, "სირცხვილიასავით" დარჩებიან" - მეუფე იაკობი

რომელ სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი, როდესაც ეკლესიის მოსმენა არ უნდათ. ეკლესიის გარეშე საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, "სირცხვილიასავით“ დარჩებიან და ისე იქნება“,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ანაგის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის განახლებული ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე არასამთვრობოა, რომელსაც ეკლესიასთან აქვს ურთიერთობა.

"ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა, გავლენიანმა ადამიანმა მითხრა, არასამთავრობოებს თქვენთან თუ აქვთ ურთიერთობაო. სულ რამდენიმე არასამთავრობოა, ჩვენთან რომ მოდიან. ვუთხარი ძირითადად - არა. დღეს შეიძლება აღარც გვიტევენ...ჭკუა სად აქვსო, ასეთი ძალის ინსტიტუციაა და მანდ არ მოდიანო. რომელ სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი, როდესაც ეკლესიის მოსმენა არ უნდათ. ეკლესიის გარეშე საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, „სირცხვილიასავით“ დარჩებიან და ისე იქნება“, - აღნიშნა მეუფემ იაკობმა.