ავტორი:

"ხელისუფლება პოლიტიკური "სტოქჰოლმის სინდრომით" არის დაავადებული: გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსეთი მოძალადეა და ეს ქმნის მის მიმართ სიყვარულის საფუძველს" - რას წერს გია ხუხაშვილი

"ხელისუფლება პოლიტიკური "სტოქჰოლმის სინდრომით" არის დაავადებული: გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსეთი მოძალადეა და ეს ქმნის მის მიმართ სიყვარულის საფუძველს" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური "სტოკჰოლმის სინდრომით" არის დაავადებული. ამის შესახებ ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს.

"რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები იმით ხსნიან, რომ “ის” თუ გაბრაზდა, ტანკებით შემოვა და გადაგვივლის.აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ გამოხტომები მოსულა, რადგან ისინი რაც არ უნდა გაბრაზდნენ, ამას არ გააკეთებენ. ამ დამოკიდებულებას საბოლოო ჯამში ბუნებრივად მივყავართ პოლიტიკურ “სტოკჰოლმის სინდრომთან”, რითაც არის დაავადებული ჩვენი ხელისუფლება - მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსეთი მოძალადეა და ზუსტად ეს ქმნის მის მიმართ მორჩილების და თუ გნებავთ, სიყვარულის საფუძველს." - წერს ხუხაშვილი "ფეისბუქში".