ავტორი:

ისტორიული გამარჯვება - "ბორჯღალოსნებმა" იტალიის ნაკრები დიდი უპირატესობით დაამარცხეს

ისტორიული გამარჯვება - "ბორჯღალოსნებმა" იტალიის ნაკრები დიდი უპირატესობით დაამარცხეს

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ნაკრები დიდი უპირატესობით 28:19 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმში "აჭარაბეთ არენაზე" ჩატარდა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 19:13 მოიგო.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. 69-ე წუთზე კი გელა აფრასიძემ ჯარიმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით დააწინაურა.საბოლოო ჯამში 9 ქულით გავიმარჯვეთ.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

"ბორჯღალოსნებმა“ იტალიელებს ისტორიაში პირველად უმასპინძლეს. ქართველ მორაგბეებს იტალისს წინააღმდეგ ჩატარებული 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული ჰქონდათ, შესაბამისად ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

16 ივლისს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში "აია არენაზე" პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებენ.