ავტორი:

საქართველოში დღეს კიდევ ერთი, მეოთხე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს კიდევ ერთი, მეოთხე მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 09:48 საათზე. საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან იყო და მისი სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:36 საათზე 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

09:10 საათზე 4.5 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა.

ხოლო 09:18 საათზე, 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა კვლავ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსრდა.