ავტორი:

გახდება თუ არა პირბადის ტარება ისევ სავალდებულო - თამარ გაბუნიას კომენტარი

გახდება თუ არა პირბადის ტარება ისევ სავალდებულო - თამარ გაბუნიას კომენტარი

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო დღეებია რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, რაც აჩენს კითხვებს, მოსალოდნელია თუ არა კვლავ რაიმე შეზღუდვის დაწესება, ან გახდება თუ არა პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო.

  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი არ არის.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე ეპიდვითარება მართვადია.

"ეპიდემიურ სურათს უნდა დავაკვირდეთ და გამომდინარე ეპიდემიური რისკებიდან, დამატებითი გადაწყვეტილებები, როგორც აქამდე იყო, შესაბამისად მიიღება. ჯერჯერობით სიტუაცია არის მართვადი.

შემთხვევები იმატებს, თუმცა უმრავლესობა იმართება ბინაზე, ამბულატორიულად. ანტივირუსული მედიკამენტი გვაქვს, რომელსაც გამოვიყენებთ. ამდენად, პირბადე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, თუ არის ხალხმრავალ სივრცეში ადამიანი, თუმცა სავალდებულო წესით ჯერჯერობით საუბარი არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.