ავტორი:

იძებნება ადამიანი, რომელმაც ლოტოში 87 112 ლარი მოიგო!

იძებნება ადამიანი, რომელმაც ლოტოში 87 112 ლარი მოიგო!

"5/35-ოქროს ბურთში’’ მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, გასულ კვირას კი ლატარიაში მოგებულია 366 578 ლარი!

კომპანია მოგებების ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომელთაგან ყველაზე დიდი მოგება ლოტო "5/35-ოქროს ბურთში’’ გათამაშდა, 87 112 ლარის მოგებული ჯერ არ გამოჩენილა. ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინიც მოუთმენლად ელოდებიან მორიგ მსხვილ გამარჯვებულს, რათა მას ლოტოს ერთლარიანი ბილეთით მოგებული 87 112 ლარი გადასცენ. მოგებულის ვინაობას საზოგადოება მას შემდეგ შეიტყობს, როგორც კი ის ლატარიის კომპანიას დაუკავშირდება.

"5/35-ოქროს ბურთში’’ მეორე საპრიზო კატეგორია 8 ივლისს, 1356-ე ტირაჟის დროს გათამაშდა, მოგებული ციფრებია: 5, 8, 16, 20, 28;

ბილეთი შეძენილია რუსთავში, ლატარიის ჯიხურში.

NS