რუსეთის ფედერაცია ტრაბახობდა "მსოფლიოს მეორე არმიით" - ჩვენ ვნახეთ მოროდიორების, ტერორისტებისა და მოძალადეების არმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე“ წერს.
პოდოლიაკი С-400 ტიპის სარაკეტო კომპლექსებსა და რუს ფეხბურთლებს ერთმანეთს ადარებს.
"რუსეთის ფედერაციას სურდა დაემტკიცებინა, რომ ძლიერი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი აქვს, მაგრამ ყველამ დაინახა: ცნობილი С-400 ისე იჭერს რაკეტებს, როგორც რუსი ფეხბურთელები იჭერენ ბურთებს. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვით მიდის, არა?“- წერს პოდოლიაკი.