ავტორი:

"39-ჯერ არის ნახსენები ბიძინა. ბარემ ორჯერაც ეხსენებინა და 41 იქნებოდა…" - რას წერს გია ხუხაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

"39-ჯერ არის ნახსენები ბიძინა. ბარემ ორჯერაც ეხსენებინა და 41 იქნებოდა…" - რას წერს გია ხუხაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის თაობაზე საუბრობს.

"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად", - წერს ღარიბაშვილი.

წერილზე, რომელიც საკმაოდ ვრცელია, ექსპერტი გია ხუხუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნებულმა პოლიტიკურმა წერილმა “პოლიტიკიდან წასულ” ივანიშვილზე რეკორდი მოხსნა - 39-ჯერ არის ნახსენები ბიძინა. ბარემ ორჯერაც ეხსენებინა და 41 იქნებოდა…"

იხილეთ ასევე: