ავტორი:

"3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა ობლად... ვცდილობთ, დავადგინოთ რა მოხდა" - გერმანიაში ქართველი მამაკაცი წყალში დამხრჩვალი იპოვეს

"3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა ობლად... ვცდილობთ, დავადგინოთ რა მოხდა" - გერმანიაში ქართველი მამაკაცი წყალში დამხრჩვალი იპოვეს

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში ქართველი ემიგრანტი, ველო გურჩიანი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. მას რამდნეიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც გარდაცვლილის ნათესავმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

"მეუღელსთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაში. შოკისმომგვრელი იყო ყველასათვის ამ ამბის გაგება. ვცდილობთ დავადგინოთ, რა მოხდა სინამდვილეში. ალბათ, მალე გვეცოდინება სიმართლე. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია", - გვითხრა გარდაცვლილის ნათესავმა.