ავტორი:

BPN Georgia - ბიზნეს ასოციაციის დაფუძნება

BPN Georgia - ბიზნეს ასოციაციის დაფუძნება

9 ივლისს BPN Georgia - მ ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის აქტიურ მონაწილე მეწარმეებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებას, რომლის მიზანიც არის დააკავშიროს BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მათი საქმიანობის განვითარება-გაფართოების მიზნით და ამ გზით წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებაში. შეხვედრაზე თითოეულ მეწარმეს საშუალება ჰქონდა საკუთარი კომპანია დამსწრე საზოგადოებისთვის წარედგინა და მოკლედ ესაუბრა საკუთარი პროდუქტების თუ სერვისების კონკურენტულ უპირატესობაზე და განმასხვავებელ ნიშანზე. შეხვედრისას ასევე მოეწყო გამოფენა - გაყიდვა, რათა დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ადგილზევე გაეცნოთ თანამონაწილეების პროდუქტები. მონაწილეებმა ერთმანეთს საინტერესო საქმიანი შეთავაზებები გაუკეთეს, რაც მომავალში აუცილებლად გახდება მათ შორის სასარგებლო და მყარი ურთიერთანამშრომლობის საფუძველი.

BPN Georgia-ს დიდი სამომავლო გეგმები აქვს და იმ გრძელვადიანი პროგრამის პარალელურად, რომელიც უკვე 6 წელიწადზე მეტია ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება, ფონდმა მიზნად დაისახა ახლა უკვე ბიზნეს ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში არაერთი მსგავსი ღონისძიება გამართოს, რათა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ დაამყარონ საჭირო კონტაქტები, ისაუბრონ საერთო გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, წვდომა ჰქონდეთ ქართველი და შვეიცარიიდან მოწვეული ექსპერტების ვორქშოპებსა თუ მასტერკლასებზე. საჭიროების შემთხვევაში BPN Georgia იზრუნებს ასოციაციის წევრი მეწარმე სუბიექტების ტექნიკურ მხარდაჭერაზე შესაბამისი ექსპერტის მოწვევის გზით და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით. ფონდი იზრუნებს დაამყაროს საჭირო კონტაქტი შვეიცარიელ დარგის ექსპერტთან, უზრუნველყოს მისი საქართველოში ჩამოსვლა და ადგილზე კონკრეტული ვადით მისი მხარდაჭერით სარგელობა.

BPN Georgia მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს, რომელიც სიხარულით შეუერთდა ამ ინიციატივას და მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ასოციაციის დაფუძნების ღონისძიებაში.

შემოუერთდი BPN Georgia -ს პროგრამას, გახდი ბიზნეს ასოციაციის წევრი და შენც მიიღე მონაწილეობა საკუთარი ბიზნესის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში!

ერთად ძლიერი მეწარმეობისთვის საქართველოში !

BPN Georgia - https://bpngeorgia.ge/home

პროგრამა - https://bpngeorgia.ge/home/participation/BPN-programme