ავტორი:

"თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, დავეხმარები, ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას" - რასა იუკნევიჩიენე

"თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, დავეხმარები, ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას" - რასა იუკნევიჩიენე

"თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროპული კომისიის მიერ იყო ნახსენები, გაგებაში დავეხმარები - ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას" - აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა კოლეგებს საქართველოს შესახებ ანგარიშის წარუდგინა.

"ქართველი ხალხი ჩვენს მხარდამჭერას იმსახურებს და მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მოვლენების განვითარება, როგორც ჩვენი კოლეგისგანაც გავიგეთ, შემაშფოთებელია. ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია. და თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროპული კომისიის მიერ იყო ნახსენები, გაგებაში დავეხმარები - ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. ეს სჭირდება საქართველოს, რათა ერთი ადამიანის ტყვეები არ იყვნენ", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.