ავტორი:

"ჩემი პირადი ურთიერთობის მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს წერილი ღარიბაშვილის დაწერილი არ არის" - გია ხუხაშვილი

"ჩემი პირადი ურთიერთობის მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს წერილი ღარიბაშვილის დაწერილი არ არის" - გია ხუხაშვილი

"ეს არის უხარისხო, ვირეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია - აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის“, - ამ განცხადებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებისა და, ასევე, პარტიის წევრების მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ: ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლასა და ახალციხეში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც "ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - ლაპარაკია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე.

გია ხუხაშვილი:

- აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესში ხდება, ტრაგიკომედიად უნდა დავახასიათოთ. ამ ხალხის პოზიციასა და "ქართული ოცნების“ პოზიციას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ და ვერც გავიგე, რისთვის გავიდნენ "ქართული ოცნებიდან“, ე.ი. პარტიიდან გასვლის ფორმა სასაცილოა, შინაარსი კი - გაუგებარი. რა თქვეს ახალი და დღემდე უთქმელი?

- როგორც თავად ამბობენ, ყაველაშვილი პარტიაში რომ ყოფილიყო, კელი დეგნანს ასეთი შინაარსის წერილს ვერ მისწერდა.

- დიდი ბოდიში, მაგრამ კობახიძემ უკვე აღიარა, რომ წერილი მისი დაწერილი იყო. რაც ყაველაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა, მას შემდეგ ყოველდღე იცავს კობახიძე ამ წერილის პათოსს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილს ბოლომდე არ აქვს წაკითხული წერილი. სინამდვილეში ეს, ვითომდა გამოყოფილი ხალხი ახალს არაფერსაც არ ამბობს, კობახიძის ნათქვამს იმეორებს. "ქართული ონება“ აღიარებს, რომ ამ წერილს თავიდან ბოლომდე ეთანხმება. ეს არის უხარისხო ვირეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია, არ ვიცი, პარტიას რა უნდა დაარქვან - "ოცნების“ მოადგილეთა პარტია?! თუ - "ბუსტერ-პარტია?!“ ან ვინ უნდა შექმნას, ვინ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე - ყაველაშვილი, სუბარი თუ ხუნდაძე?

პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია... ამ ვირეშმაკულ თამაშში ყურები უჩანთ და ძალიან სასაცილოები არიან. აბსურდის კინორეჟისორები არიან. შენგელაია გადაიღებდა, ალბათ, საქართველოში და თუ ჩვენ დასავლელ რომელიმე რეჟისორს მოვიწვევდით, ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე. აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, რაღაცას "ხლაფორთობენ“ და რას "ხლაფორთობენ“, თვითონაც ვერ ხვდებიან. გააგრძელეთ კითხვა