ავტორი:

ნინო ნინიძე წერს, რომ ცხოვრების მიზანი დაკარგა - რა ხდება ია ნინიძის ქალიშვილის ცხოვრებაში?

ნინო ნინიძე წერს, რომ ცხოვრების მიზანი დაკარგა - რა ხდება ია ნინიძის ქალიშვილის ცხოვრებაში?

რუსული მედია რუსულ-ქართულ წყვილზე წერს, რომელიც ომმა დაშალა. მაქს ვიტორგანსა და ნინო ნინიძის "ლავსთორიზე“ არაერთი სტატია დავწერეთ, ისინი ომმა გაყარა, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცნობილმა რუსმა მსახიობმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ნინო ნინიძე კი, რომელიც რუსეთში ასევე წარმატებული მსახიობია, მოსკოვში დარჩა.

მაქს ვიტორგანი ქსენია სობჩაკის ყოფილი მეუღლეა. მედიის ინფორმაციით, ის სწორედ ნინიძის გამო დაშორდა სკანდალურ ჟურნალისტს.

მას შემდეგ, რაც ნინო მოსკოვში დარჩა, ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში ხშირად წერს სევდიან პოსტებს, რომელშიც ჩანს, რომ რუსული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ცხოვრებით უკმაყოფილოა. მედიაში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, სობჩაკისა და ვიტორგანის სიყვარულმა თავიდან იფეთქოს და ამ შემთხვევაში, ნინიძე თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.

ერთ-ერთ ბოლო პოსტში ნინიძე წერს, რომ ბოლო დროს არ ესმის ცხოვრების მიზანი. ის მორალურ დაცემას განიცდის და დღეებს წინასწარ ვეღარ გეგმავს. ისე ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი დეპრესიაშია.

"არის ინსტინქტები, სურვილები, რაღაც ემოციური გამოვლინებები... მაგრამ რაღაცის სურვილი სრულიად გაქრა“, - გულწრფელად აღიარა ნინო ნინიძემ.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა დაწერა, რომ ქირით ბინას ეძებდა. ნინიძე წერდა, რომ იქ თავის 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრებას გეგმავდა.

ვარსკვლავის მოთხოვნები ძალიან მოკრძალებული აღმოჩნდა: სტანდარტული ბინა იზოლირებული სამზარეულოთი, ნათელი, სუფთა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილი.

"ცოტა ჩვენზე: შემოქმედებითი, ძალიან სუფთა, არ ვართ ხმაურიანები, არ ვეწევით, ბავშვი კედლებზე არ ხატავს და ღამით ტუალეტში დადის“, - წერს ნინო "ფეისბუქზე".

ნინო ნინიძე თბილისში დაიბადა, მსახიობ ია ნინიძის მხატვარ მიხეილ ბუჩენკოვთან მესამედ ქორწინების შემდეგ. ის ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. მას უკრანული წარმოშობის მსახიობთან საერთო შვილი, მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. ია და ნინო ნინიძეებს ამ დრომდე რუსეთ-უკრაინის ომზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება ვიტორგანს, სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მათ შორის უმცროსი ქსენია სობჩაკისგან. მაქსიმი რუსეთში წარმატებული მსახიობია. ის ცნობილი მსახიობების, ემანუელ ვიტორგანისა და ალა ბალტერის შვილია.