ავტორი:

"ბევრი "პუტინ ხუილო" უნდა ჩაიწეროს, ძალიან ბევრი..." - სტეფანეს სიმღერა "რუსულად მოხოდილებისთვის“ ბათუმში და ამას მოყოლილი აჟიოტაჟი

"ბევრი "პუტინ ხუილო" უნდა ჩაიწეროს, ძალიან ბევრი..." - სტეფანეს სიმღერა "რუსულად მოხოდილებისთვის“ ბათუმში და ამას მოყოლილი აჟიოტაჟი

გუშინ, ბათუმში გამართულ კონცერტზე, რომელიც ერას მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა, მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა ერთ-ერთ სიმღერად "Putin Khuylo" შეასრულა.

სიმღერის ვიდეო სოციალურ ქსელში მუსიკოსმა გიორგი გვარჯალაძემ გამოაქვეყნა.

"რუსულად "მოხოდილო“ ბათუმის მკვიდრებო და სტუმრებო, საჩუქარი ჩამოგიტანეთ..." - წერს გვარჯალაძე.

წელს, ბათუმში, როგორც ყოველთვის დიდი რაოდენობით რუსი ტურისტია, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ესწრებოდნენ თუ არა ისინი კონცერტს.

მოგვიანებით, მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას რიგი ქართველები უსურვებდნენ, რომ "Putin Khuylo!"-ს შესრულების გამო, რუსები დახვედროდნენ და ეცემათ.

"ქართველები მწერენ, - ნეტა რუსები დაგხვდნენ და მაგრად გაგჟეჟონო, - ქართველები მწერენ!" - წერს მომღერალი.

ამ თემაზე სტეფანეს მეუღლე, მომღარელი მაია დარსმელიძეც აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტს:

"ბეევრი "პუტინ ხუილო" უნდა ჩაიწეროს. ძალიან ბევრი. სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა დუხით, დრაივით და ყოველი უთოდან უნდა ისმოდეს, რომ რუსული პროპაგანდით გამოძეძგილი ტვინი ცოტა გაგეხსნათ და ცოტა აზრზეც მოხვიდეთ".

მიუხედავად ზოგიერთის კრიტიკისა, საზოგადოების დიდი ნაწილი სტეფანეს სიმღერას სოცქსელებში აზიარებს და მის პოზიციას სრულიად იზიარებს.

შეგახსენებთ, ეს სიმღერა ჯერ კიდევ 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ "ევროვიზიის“ კონკურსისთვის დაიწერა, რის გამოც სტეფანე და 3G კონკურსიდან მოხსნეს. იმჟამად "ევროვიზია" რუსეთში უნდა გამართულიყო და კონკურსის ორგანიზატორების მხრიდან ამის მიზეზად ქართველი მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა...