ავტორი:

"რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება" - ანა ფოტიგა

"რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება" - ანა ფოტიგა

მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ქართული საზოგადოება ამაზე მუშაობდა და ამას იმსახურებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ წლიური მოხსენების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ახლა რაც ხდება, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

"მივესალმები სვენ მიკსერის მოხსენებას საქართველოს შესახებ და კარგია, რომ გვაქვს კიდევ უფრო მეტი დრო ცვლილებების შესატანად. რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროა, ქართული მმართველობის დამოკიდებულებების შეცვლა. მე მხარს ვუჭერ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართული საზოგადოება ამაზე მუშაობდა და ამას იმსახურებს. თუმცა საქართველოს სჭირდება ინკლუზიური მთავრობა, განსხვავებული მოპყრობა საპირისპირო შეხედულებების მიმართ.

რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, რომ იგი გათავისუფლდეს. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა, ეს არის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ალიანსის ძირითად მიმართულებები და ასევე მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებები, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის მხარდამჭერია", - განაცხადა ფოტიგამ.