ავტორი:

"პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა... ტროლების კვებას არ ვაპირებ" - შოთა დიღმელაშვილი

"პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა... ტროლების კვებას არ ვაპირებ" - შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელითაც მის წინააღმდეგ ბოლო დღეებში აგორებულ კამპანიას ეხმაურება...

"ნაცების" და "ქოცების" თანამშრომლობით დაწყებული არქეოლოგიური გათხრები ამ ჩემი კედლის ქვეშ ახალი თუ კარგად დავიწყებულ ძველი "აღმოჩენებით" გვანებივრებს. პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა და 3 ივლისის 11:30-დან ისე ხარბად ეწაფებიან, მეშინია არ დაიხრჩონ.

ტროლების კვებას არ ვაპირებ, თუმცა ერთ მოკრძალებულ რჩევას მივცემ, იქნებ ისედაც შავ დღეში მყოფებმა თავის კიდევ უფრო დაზიანება შეწყვიტონ: ნაცებისგან წამოსული კითხვა "იმ ცხრა წელს რას აკეთებდი?" ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მწარე ღიმილის მომგვრელია. ეს ცინგლიანი კამპანია ისევ ნაცების წინააღმდეგ უფრო მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელიც მათ გვიანდელ აბსოლუტიზმში ჭკვიანური თუ დებილური სიტყვით თუ საქმით რაიმე წინააღმდეგობას ვწევდით.

ამასთანავე, არა მგონია აწყობდეთ იმის კიდევ ერთხელ ილუსტრირება, რომ მაგალითად, შოთას გასაშავებლად ან ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საკრებულოებში საკუთარი თავისთვის ხელფასების დასანიშნად თანამშრომლობა ნაცებს და ქოცებს მშვენივრად შეძლებიათ.

კვლევებს თუ ჩახედავთ, ვნახავთ, საზოგადოება მშვენივრად ხედავს და აღვიქვამს, რომ ეს ორი, ბევრ საქციელში ერთმანეთის ასლი პარტია, რატომღაც მაინცა და მაინც 10 ან მეტი წლის განავალის ზელვაში შეთამაშდება ხოლმე და არა მაგალითად, შარლ მიშელის მოლაპარაკებებში, ან ნებისმიერ სხვა რამეში, რაც მათი მავნე კერძო ინტერესის გარდა ამ ქვეყანას, მის მოქალაქეებს და ევროინტეგრაციის ეროვნულ იდეას გამოადგებოდა.

იმედია, ამ 6 თვეში პოლიტიკური ბნელიტები იპოვიან თავში ძალას, რომ მათი "პადპარუდჩიკები“ ზემოთ ხსენებულ ზელვას მოწყვიტონ და დროებით მაინც, ხალხის საუკეთესო ინტერესს დაუქვემდებარონ", - წერს შოთა დიღმელაშვილი.