ავტორი:

დღის ფოტო - "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრმა გარემოვაჭრის როლი მოირგო

დღის ფოტო - "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრმა გარემოვაჭრის როლი მოირგო

უკვე მეორე დღეა, რაც გორში, პოლიციაა მობილიზებული, რომელიც გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. გორის მერიის ინფორმაციით, მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მაინც აპირებენ ვაჭრობა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს გაფრთხილება პროდუქციის ჩამორთმევის შესახებ.

ადგილზე არიან "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებიც.

"ისევ გორში ვართ და რატომღაც არ გვარბევენ, ჯერ“, - წერს პარტიის ერთ-ერთი წევრი ბორის ჩელე ყურუა და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ერთ-ერთ დახლდათ, რომელზეც ქალისა და მამაკაცის წინდები იყიდება, თავად არის გამყიდველის როლში.