ავტორი:

„ნიუ ჰოსპიტალსი“ თენგიზ ზუხბაიას ოჯახს უსამძიმრებს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ თენგიზ ზუხბაიას ოჯახს უსამძიმრებს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ონკოქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თენგიზ ზუხბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

თენგიზ ზუხბაია მრავალი წლის მანძილზე მკურნალობდა პაციენტებს და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად იყო მიჩნეული. მისი ავტორობით გამოცემულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. ბატონი თენგიზის სახით, „ნიუ ჰოსპიტალსმა“ და ჩვენმა ქვეყანამ ნამდვილი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.