ავტორი:

ვირუსები და მაღალი ტემპერატურა - როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილისა და ცხელების დროს?

ვირუსები და მაღალი ტემპერატურა - როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილისა და ცხელების დროს?

ზოგადად, ტკივილი ყველაზე აუტანელი სიმპტომია – მნიშვნელობა არ აქვს, თავი გვტკივა, კბილი, სახსრები, კუნთები თუ რაიმე სხვა. ნებისმიერი სახის ტკივილს ახლავს უცნაური, დამთრგუნველი და დამაუძლურებელი შეგრძნება, რომელიც ყოველთვის აისახება შრომისუნარიანობის დაქვეითებაზე და განწყობაზე. ტკივილის დროს ენერგია სადღაც

ქრება, სუნთქვა და გულისცემა ხშირდება, ემოციები მძაფრდება, დეპრესია ღრმავდება და ყველაფერი, რაც კარგად არის, ცუდად გვეჩვენება. ტკივილის შეგრძნება საგრძნობლად აღრმავებს სტრესსს, იწვევს შფოთვას და შემდგომ სომატურ ცვლილებებსაც კი. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, როდესაც ტკივილთან ერთად, ჩვენი სხეულის ტემპერატურაც იმატებს. დადასტურებულია, რომ ცხელების დროს ორგანიზმი ანთებით პროცესებს ებრძვის და მაღალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა სწორად ფუნქციონირებს და ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

ზოგადად, ცხელებად უნდა ჩაითვალოს 38°C ან მეტი ტემპერატურა. სხეულის ნორმალური ტემპერატურა ვარირებს სხვადასხვა ინდივიდში და ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად: ასაკი, დღის ცირკადული რიტმი, ფიზიკური აქტიურობა. ტემპერატურა შედარებით მაღალია შუადღიდან საღამომდე, შედარებით დაბალი, კი - შუაღამიდან ადრეულ დილამდე. მასზე გავლენას ტანისამოსის რაოდენობაც კი ახდენს, ამიტომ ის მითი, თითქოს სიცხის დროს აუცილებელია სხეულის კარგად შეფუთვა, დამატებითი ტანისამოსის ჩაცმა და ჩათბუნება, რეალობისგან აცდენილია. საჭიროა მხოლოდ კომფორტული გარემო, სიმშვიდე და ყველა სიმპტომზე დაკვირვება.

სიცხისა და ტკივილის დროს რაღა თქმა უნდა, უებარია ბევრი სითხის მიღება და ვიტამინის შემცველი პროდუქტები, მაგრამ თუ ტემპერატურა 38°-ზე მაღალია, მაშინ საჭიროა იბუპროფენის შემცველი მედიკამენტის მიღება, რომელიც სიცხესთან ერთად, თავის, კუნთების, სახსრებისა და სხვა ტიპის ტკივილებსაც ამცირებს. მნიშვნელოვანია სწორი დოზირება, რაშიც პრეპარატის ანოტაციაც დაგეხმარებათ და ექიმიც.

როგორც წესი, მსგავსი მედიკამენტების მიღება რეკომენდებულია 6-8 საათში ერთხელ, ამ დროს უმნიშვნელოვანესია, გავთავისუფლდეთ ზედმეტი სითბოსგან – იქნება ეს დამატებითი ტანისამოსი თუ თბილი საბანი. ასე თუ მოვიქცევით, ხელს შევუწყობთ ორგანიზმიდან მაღალი ტემპერატურის გამოყოფას და სხეულის გაგრილების პროცესს. ახალი რეკომენდაციებით, მიუღებელია სპირტიანი და ძმრიანი საფენების, ყინულის, ცივი წყლისა და სხვა მსგავსი მეთოდების გამოყენება რეკომენდირებულია თბილი, ოთახის ტემპერატურის წყლით დაზელვა, კიდურების დათბუნება. სჯობს, მივიღოთ ბევრი სითხე, კომფორტულად მოვთავსდეთ, ჩავრთოთ საყვარელი ფილმი და დაველოდოთ მიღებული მედიკამენტის ჯადოსნურ ეფექტს. რაც მთავარია არ დავივიწყოთ – რომ კარგი განწყობა, სიყვარული და დადებითი ემოციები ნებისმიერი დაავადების ყველაზე ეფექტური მკურნალია.

R