ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელობა“ აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელობა“ აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრანაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებელობა აღიარა.

ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი“ სეპარატისტ ლიდერებსა და რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთისა და სირიის შემდეგ, ამ ნაბიჯით ჩრდილოეთ კორეა მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწუფოდ ცნო.

"ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში, დონეცკის სეპარატისტმა ლიდერმა დენის პუშლინმა იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალურ ფხენიანთან "ნაყოფიერი თანამშრომლობა" ექნება.

მოსკოვში „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ საელჩომ ცერემონიის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის დროსაც რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ცნობა დონეცკის მარიონეტული რეჟიმის „ელჩს“ ოლგა მაკეევას გადასცა.

ცნობისთვის, მანამდე, ჩრდილოეთ კორეამ 2014 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ ყირიმის ანექსიასაც მხარი დაუჭირა.

ჩრდილოეთ კორეამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელობა“ აღიარა