ავტორი:

დრამატული მატჩი ბათუმში - ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე  ბრატისლავას "სლოვანთან" დამარცხდა

დრამატული მატჩი ბათუმში - ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე  ბრატისლავას "სლოვანთან" დამარცხდა

ბათუმში, ბათუმის "დინამოსა“ და ბრატისლავას "სლოვანს“ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, სადაც გამარჯვება "სლოვანმა" მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბათუმის "დინამო" სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 0-0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.

პირველ დამატებით ტაიმში, მატჩის 104-ე წუთზე, გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. მეორე დამატებით ტაიმში "სლოვანის" შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, ტიგრან ბარსეღიანმა 123-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კიდევ ერთი გოლი 123-ე წუთზე კუთხურიდან ვაისმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ მისი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ვლადიმერ ვაისია და გუნდში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.