ავტორი:

"არ წამიკითხავს, რას ჰქვია? -  წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი" - დიმიტრი ხუნდაძე ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით კელი დეგნანის კომენტარზე

"არ წამიკითხავს, რას ჰქვია? -  წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი" - დიმიტრი ხუნდაძე ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით კელი დეგნანის კომენტარზე

"წარმოუდგენელია, როცა აშშ-ის ელჩი არ კითხულობს მნიშვნელოვან საკითხს და გვეუბნება, რომ "არ წამიკითხავს". რას ნიშნავს"ვერ წავიკითხე"? „რვეული დამრჩა, თუ დრო არ მეყო?“ , მიუღებელია, - ასე ეხმაურება პარლამენტის დეპუტატი,“ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარს, მიხეილ ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით" რაც ბოლომდე ვერ წაიკითხა.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, აშშ-ის ელჩს შეეძლო მსგავსი განცხადება უფრო დიპლომატიური ენით გაეკეთებინა.

"პასუხი ზოგადად ელჩის და მით უმეტეს აშშ-ის და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დასმულ კითხვაზე, „მე არ წამიკითხავს“... უკაცრავად, ეს ეხება ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღის ძალიან მძიმე შესაძლო განვითარებას, ეს ეხება ჩემი ქვეყნის და საზღვრების უსაფრთხოებას და არ წამიკითხავს რას ჰქვია? მოდით, წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი. არსებობს კითხვისაგან თავის არიდების მექანიზმები, მით უმეტეს დიპლომატიური ენით, დიპლომატიური ენითაც შეიძლებოდა თქმა ამისა, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო, რომ „მე არ წამიკითხავს და ეს იყო ტყუილი“ რომელი იყო ტყუილი? სახალხო დამცველმა რაც თქვა, რომ ურჩევნია ბომბები ცვიოდეს, ვიდრე სანქციებში არ მიიღოს მონაწილეობა საქართველომ, თუ ტექნიკური მთავრობის შექმნა იყო ტყუილი? ამაზე ვითხოვდით მის შეფასებას ან გამიჯვნას ან უარყოფას და ამაზე თქვა, რომ ტყუილიაო. ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვითხოვდით და ახლაც მაინტერესებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია ან უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა ან კიდევ მეომრებით დატვირთული თვითმფრინავის საქართველოდან უკრაინაში გაგზავნაზე იყო საუბარი აშშ-ის ელჩს განცხადება არ გაუკეთებია და არ გამიჯვნია ამ ფაქტებს.

მისივე შეფასებით, „ეს არის ელჩის შეცდომები, რომელიც შეიძლება საქართველოს ძალიან მძიმედ დაუჯდეს“

„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა თუ არა, რომ შეეშველებოდა უკრაინას, რომ საქართველოშიც დედებისა და შვილების მსხვერპლი ყოფილიყო და ომი დაწყებულიყო, იყო თუ არა ეს? ნამდვილად იყო ხომ? მაშინ აშშ-ის ელჩი რატომ არ ემიჯნება? როდესაც ეს პროცესი მიდიოდა, ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან, ესეც იყო ქვეყანაში არეულობის და დესტრუქციის მცდელობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. იყო თუ არა ასე? რატომ არ იყო აშშ-ის ელჩის შესაბამისი განცხადება ან რჩევა თუნდაც, რომ ეს არ გაკეთებულიყო? იყო თუ არა მცდელობა, რომ მეომრებით დატვირთული თვითმფრინავით საქართველოდან უკრაინაში წასულიყვნენ? და სხვათა შორის, როცა მსგავსი რამ ამერიკაში ხდებოდა, ბაიდენმა წინააღმდეგობა გაწია, ჩვენთან სად იყო აშშ-ის ელჩი? ეს ფაქტებია, ეს ფაქტები გროვდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.