ავტორი:

"დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ, თუმცა, მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს" - ბრიტანეთის დაზვერვა

"დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ, თუმცა, მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს" - ბრიტანეთის დაზვერვა

დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ, თუმცა, მათ ბოლო 72 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინას შორის, ომის დასრულების მიზნით ფართო მოლაპარაკებების პერსპექტივა დაბალი რჩება.

"დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერო დარტყმებს აგრძელებენ. თუმცა, მათ ბოლო 72 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს და ემუქრებათ, რომ დაკარგავენ ნებისმიერ იმპულსს, რომელიც ლისიჩანსკის აღების შემდეგ შეიქმნა. დაძველებული ავტომობილები, იარაღები და საბჭოთა ეპოქის ტაქტიკა, რომელსაც რუსული ძალები იყენებდნენ, არ იძლევა საშუალებას, სწრაფად აღიდგინონ ან ააშენონ იმპულსი, თუ არ გამოიყენებენ უზარმაზარ მასას, რომელსაც რუსეთი ამჟამად ვერ ახერხებს. მიუხედავად უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს 13 ივლისის მოლაპარაკებებისა მარცვლეულის ექსპორტსა და ბოლო წარმატებულ მოლაპარაკებებზე ტყვეების გაცვლის შესახებ, ფართო მოლაპარაკებების პერსპექტივა, რომ კონფლიქტი დასრულდეს, დაბალი რჩება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.