ავტორი:

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა ორსულადაა  - კაბაევა და პუტინი გოგონას ელოდებიან: "დიქტატორი ამ ამბით აღფრთოვანებული არ არის"

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა ორსულადაა  - კაბაევა და პუტინი გოგონას ელოდებიან: "დიქტატორი ამ ამბით აღფრთოვანებული არ არის"

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყოფილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევასგან გოგონას ელოდება. არსებული ცნობის მიხედვით, პუტინსა და კაბაევას უკვე ჰყავთ ორი ვაჟი, თუმცა ინფორმაცია მათ შესახებ მედიისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია.

  • აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ორსულ კაბაევას გადაუღეს ფოტოები და მოგვიანებით მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე წელს მას ვაჟი შეეძინა, ბავშვი შვეიცარიაში დაიბადა.

მეორე ვაჟი კაბაევასა და პუტინს 2019 წელს შეეძინათ. ბავშვი მოსკოვში დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარულმა გაზეთმა, Sonntagszeitung-მა გამოაქვეყნა. პუტინი, რომელიც მალე 70 წლის გახდება, 2007 წლიდან უარყოფს კაბაევასთან ურთიერთობას.

თუმცა მიუხედავად ამისა, კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ რუსი დიქტატორი უბრალოდ ცდილობს საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია თავისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

  • ცნობა, რომ პუტინი და კაბაევა გოგონას ელოდებიან, თავდაპირველად Генерал СВР-ის "ტელეგრამ" არხზე გამოქვეყნდა. ეს არის არხი ათიათასობით გამომწერით და მიიჩნევა, რომ მას კრემლთან დაახლოებული პირები მართავენ.

"ჩვენ უკვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი ქალი, ალინა კაბაევა ორსულადაა, ახლა კი ჩვენთვის ბავშვის სქესიც გახდა ცნობილი და ის გოგონაა“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც გამოცემა The Sun წერს, ამ ამბავს რუს ტირანზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და "დიქტატორი აღფრთოვანებული არ არის."

ცნობისთვის, პუტინს ასევე ჰყავს ორი ქალიშვილი - კატერინა და მარია. ისინი პუტინისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილას შვილები არიან. საინტერესოა, რომ ინფორმაცია მათ შესახებაც გასაიდუმლოებული იყო და ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა კრემლმა, რაც ორივე მათგანს, რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

წყარო: dailymail