ავტორი:

გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე წლებია ოფიციალური მილიონერია. ქონებრივი დეკლარაცია მერმა ბოლოს 2022 წლის იანვარში შეავსო, რომელშიც ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: მეუღლე, ანა არეშიძე და ოთხი შვილი ლევან, კახაბერ, ვაჩე, ნიკოლას კალაძეები.

კახა კალაძე რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართს ფლობს, მათ შორის სამს სამტრედიაში, რომელთა საერთო ღირებულება 610 000 დოლარია.

თბილისის მერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი ბინა აქვს, მათგან გამარჯვების გამზირზე მდებარე 39, 220 კვ.მ ბინაში 1997 წელს, 150 000 დოლარი გადაიხადა. მეორე კი - შევჩენკოს გამზირზე, 250 კვ.მ. ფართობის 2005 წელს, 700 000 დოლარად შეიძინა.

კახა კალაძე თბილისში სამ ავტოფარეხს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულებაც 240 ათასი ლარია.

მერს თბილისში ოთხი ბინა აქვს, აქედან ორი - 2018 წელს შეიძინა და 774 875,05 და 928 414,75 ლარი გადაიხადა. მესამე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე 2006 წელს იყიდა, გადახდილი თანხა დეკლარაციაში მითითებული არ არის. მეოთხე ბინა კი 2012 წელს აჩუქეს. კახა კალაძის მფლობელობაშია დაბა წყნეთში ორი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთი ასევე ჩუქებით მიიღო.

თბილისის მერის მანქანებისადმი სიყვარული საყოველთაოდ ცნობილია. ამჟამად მის ავტოფარეხში სამი მანქანა და ორი მოტოსატრანსპორტო საშუალება დგას. მათი საერთო ღირებულება 66 ათას ლარს, 400 ათას დოლარს და 20 ათას ევროს შეადგენს.

კახა კალაძეს დეკლარაციის შევსებისას, იტალიურ ბანკ "ინტეზა სან პაოლოში“ მიმდინარე ანგარიშზე 4 200 000 დოლარი ჰქონდა, "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე 7490,94 დოლარი, "ბანკი ქართუს" საბარათე ანგარიშზე 5377,23 დოლარი და 2501,94 ევრო. Julius Baer-ის მიმდინარე ანგარიშზე კი 3 672 375,21 ევრო და 765 000 დოლარი.

დეკლარაციის შევსების დროს, მისი მეუღლის ანუკი არეშიძის "საქართველოს ბანკის" დეპოზიტზე 5001,39 ევრო, "თიბისი ბანკის“ საბარათე ანგარიშზე კი 1002,81 ევრო და 1267,87 ლარი ირიცხებოდა.

თბილისის მერმა ხელფასის სახით გასულ წელს 30 680,64 ლარი ფინანსური სარგო მიიღო. მისმა მეუღლემ კი "შპს ანოუკის“ დირექტორის თანამდებობაზე 29 169 ლარი.

კახა კალაძე, როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, ქართველი მხატვრების - ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის თაყვანისმცემელია. მერმა მათ ტილოებში სხვადასხვა დროს 245 ათასი დოლარი გადაიხადა. კალაძე ქართველი მხატვრების ექვს ტილოს ფლობს, მათგან ერთი საჩუქრის სახით აქვს მიღებული. ყველაზე ძვირადღირებული ამ კოლექციაში ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოა, რომელშიც კალაძეს 2007 წელს 120 000 დოლარი გადაუხდია.

კახა კალაძემ 2019 წელს უკრაინაში მიწის რეალიზაციიდან შემოსავლის სახით 2 000 000 დოლარი მიღო...

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, 2021 წელს მერმა ორი ავტომობილის MERCEDES BENZ G-ისა და MERCEDES BENZ G-ის რეალიზაციით შემოსავლის სახით 300 000 დოლარი მიიღო.

ანუკი არეშიძემ, 2021 წელს, ფიზიკური პირისკან ავტომობილიTESLA MODEL 3, 40 000 დოლარად შეიძინა.

2021 წელს, კახა კალაძემ ქველმოქმედებაში 330 000 ლარი დახარჯა. შემოწირულობის სახით კი - 50 810 ლარი გაიღო.

კალაძე-არეშიძის ოჯახმა კომუნალურ გადასახადებში 2021 წელს 46 450 ლარი გადაიხადეს. დაცვის პოლიციის მომსახურებაში კი - 26 400 ლარი. სადაზღვევო ხარჯი ოჯახს 11 634 ათასი ლარი დაუჯდათ.

კახა კალაძეს საოჯახო და პირადმა ხარჯებმა 46450 ლარი და 246 831 ევრო შეადგინა, ანუკი არეშიძის პირადმა ხარჯებმა კი 22 966 ლარი და 10 800 დოლარი. როგორც შპს "ანოუკის“ დამფუძნებელმა კომპანიაში შენატანის სახით 93 338,5 ლარი, 46 168 დოლარი და 52 384 ევრო გაიღო.