ავტორი:

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.