ავტორი:

ამოუხსნელი, უსასრულო და მისტიკური სამყარო  - ვების ტელესკოპით გადაღებული ფოტოები, რომელსაც ნასა აქვეყნებს

ამოუხსნელი, უსასრულო და მისტიკური სამყარო  - ვების ტელესკოპით გადაღებული ფოტოები, რომელსაც ნასა აქვეყნებს

ნასა-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული კიდევ რამდენიმე ფოტო გაავრცელა. პირველი ფოტოს გავრცელების შემდეგ ამბობდნენ, რომ ეს იყო სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედი.

”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისთვის, ამერიკისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ეს სურათები შეახსენებს მსოფლიოს, რომ ამერიკას შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება და შეახსენებს ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, რომ არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა”, - თქვა ვების ფოტოს შეფასებისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია ნასას მიერ გამოქვეყნებული სამყაროს სხვა ფოტოები, სადაც სამყაროს შორეული ნისლეულებია აღბეჭდილი და ცხადად გვიჩვენებს როგორი უსასრულო, მისტიკური, ამოუხსნელი და ლამაზია ის.