ავტორი:

"ერთადერთი რამ, რისთვისაც დედამიწაზე ვართ, გამრავლებაა" - ილონ მასკის მამას თავისი გერისგან უკვე მეორე შვილი შეეძინა

"ერთადერთი რამ, რისთვისაც დედამიწაზე ვართ, გამრავლებაა" - ილონ მასკის მამას თავისი გერისგან უკვე მეორე შვილი შეეძინა

ილონ მასკის 76 წლის მამამ, ეროლ მასკმა, სააგენტო The sun-ს განუცხადა, რომ საკუთარი გერისგან უკვე მეორე შვილი შეეძინა. მას 35 წლის ჯენა ბეზუიდენჰაუტთან პირველი შვილი 3 წლის წინ შეეძინა. ჯენა, რომელიც 41 წლითაა უმცროსი ეროლზე, 4 წლიდან მასთან იზრდებოდა მას შემდეგ, რაც ეროლმა და ჯენას დედამ იქორწინეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როცა ილონ მასკმა გაიგო, რომ მისი ინჟინერი მამა შვილობილი ჯენასგან ბავშვს ელოდებოდა, სასტიკად განრისხდა.

ეროლი ჯენას დედასთან, ჰაიდისთან 18 წელი იყო ქორწინებაში და მათ 2 შვილი ჰყავთ. ეროლმა The Sun-ს ისიც უთხრა, რომ მეორე შვილი ჯენასთან დაუგეგმავი იყო:

"მე არ შემიმოწმებია მისი დნმ, მაგრამ ის ისეთივეა გარეგნულად, როგორც ჩემი სხვა ქალიშვილები", - ამბობს ეროლი.

ილონ მასკის მამის თქმით, გვიან გაიაზრა, რომ ჯენასა და მას შორის ასაკობრივი დიდი სხვაობა შესაძლოა, პრობლემური ყოფილიყო.

"მივხვდი, რომ ის ორი თაობით იყო ჩემზე ახალგაზრდა", - ამბობს ის.

ეროლმა გაამხილა, რომ ჯენასთან ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ ერთმანეთისადმი კვლავ თბილი დამოკიდებულება აქვთ.

"სიამოვნებით ვიყოლიებდი ჯენასა და ბავშვებს ჩემს გვერდით. დაახლოებით 6 თვის წინ მოვიდა ჯენა რამდენიმე დღით დასარჩენად. თავიდან კარგი იყო, მაგრამ შემდეგ ბავშვებმა ჩემს ნერვებზე დაიწყეს თამაში. ამის მიუხედავად, წავიდნენ თუ არა სახლიდან, მაშინვე მომენატრნენ", - ამბობს ეროლ მასკი.

რაც შეეხება მეტი შვილის გაჩენას, ეროლი ჯერ კიდევ ენერგიულად გრძნობს თავს: "ერთადერთი რამ, რისთვისაც დედამიწაზე ვართ, გამრავლებაა. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ვიყოლიო შვილი, თუ ამის შესაძლებლობა მექნება", - ამბობს 76 წლის ინჟინერი. The sun-მა ჯენას კომენტარი სთხოვა, მაგრამ მან უარი თქვა.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა