ავტორი:

"მკვლელობა არ ჩამიდენია, ყველაფერი გააყალბეს" - რა თქვა ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე?

"მკვლელობა არ ჩამიდენია, ყველაფერი გააყალბეს" - რა თქვა ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე?

მკვლელობა არ ჩამიდენია, სიყალბე რაც იყო ამ საქმეში, თავიდანვე მოვყევი, ყველაფერი გააყალბეს. წამალი ჩამიდეს, ცხოვრებაში ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა ლატარიამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობისას განაცხადა.

"არ ჩამიდენია მკვლელობა, სიყალბე რაც იყო ამ საქმეში, თავიდანვე მოვყევი, ყველაფერი გააყალბეს. წამალი ჩამიდეს, ცხოვრებაში ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ და ამიღეს ანალიზები, რომელშიც ნარკოტიკის შემცვლობა არ ყოფილა. 9 თვეა, რაც პროცესებზე დავდივარ, ხალხს ვხვდები, მხოლოდ მე არ ვარ ასე”, - აღნიშნა ბექა ლატარიამ.

კიდევ ერთი ბრალდებული ლევან რაჯავის თქმით, ის აღნიშნულ საქმეში უდანაშაულოა.

"შემოცვივდნენ, გაურკვევლობაში ვიყავი, სად შემეძლო [პოლიციელისთვის] წინააღმდეგობის გაწევა, დავიბენი და ეს ყოველივე მოჰყვა. უდანაშაულო ვარ, ნარკოტიკიც არ მქონია, წინააღმდეგობაც არ გამიწევია”, - განაცხადა რაჯავმა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.