ავტორი:

მკვლელობა მარნეულში - ნათესავმა ნათესავი, სავარუდოდ, მიწის ნაკვეთზე დავის გამო მოკლა

მკვლელობა მარნეულში - ნათესავმა ნათესავი, სავარუდოდ, მიწის ნაკვეთზე დავის გამო მოკლა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ მეორე ქესალოში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 50 და 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი სადაო მიწის ნაკვეთი გახდა.

მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება კი დაჭრით და 60 წლამდე ასაკის კაცის გარდაცვალებით დასრულდა.

ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.