ავტორი:

პუტინი მომღერალ გრეგორი ლეფსვერიძეს, იგივე ლეპსს აჯილდოებს - რუსეთის სახალხო არტისტის საპატიო წოდება, როგორც დასავლურ ბანკებში გაყინული მილიონების კომპენსაცია?

პუტინი მომღერალ გრეგორი ლეფსვერიძეს, იგივე ლეპსს აჯილდოებს - რუსეთის სახალხო არტისტის საპატიო წოდება, როგორც დასავლურ ბანკებში გაყინული მილიონების კომპენსაცია?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომღერალ გრეგორი ლეფსვერიძეს (ლეპსი) რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა. განკარგულების ტექსტში, რომელიც გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის საიტზე, ნათქვამია, რომ სიმღერა "Рюмки водки на столе"-ს ავტორმა საპატიო წოდება პოპ-არტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

"პოპ-არტის განვითარებაში დიდი დამსახურებისთვის, გრიგორი ლეფსვერიძეს მიენიჭოს რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის საპატიო წოდება", - წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

პუტინის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერი ქართული წარმოშობის მომღერალი უკრაინაში ომის დაწყებიდან ყურადღების ცენტრშია. მას პუტინის რეჟიმის გულშემატკივრობის გამო ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ბანკებში ანგარიშები გაუყინეს, რის შედეგადაც ჯამში 20 მილიონი დოლარი დაკარგა.

რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი, ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა. ლეპსის კონცერტები, რომელიც წმინდა მიწაზე მაისში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

აპრილში ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთი წარმოშობით ქართველ მომღერალი, დიანა ღურწკაია დააჯილდოვა და მას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა.

იხილეთ ასევე: